ერევნის დრო: 11:07,   19 მაისი 2024

სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა ბრიტანეთის ელჩი მიიღო

სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა ბრიტანეთის ელჩი მიიღო

ერევანი, 3 მაისი, არმენპრესი. 3 მაისს სომხეთის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრმა გევორგ პაპოიანმა მიიღო სომხეთის რესპუბლიკაში დიდი ბრიტანეთის ელჩი ჯონ გალაჰერი. შეხვედრას ასევე ესწრებოდა მინისტრის მოადგილე ნარეკ ჰოვაკიმიანი.

„არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

განიხილეს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვის გაზრდისა და კვების მრეწველობის, სამთო მოპოვების, სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები.

მხარეებმა აზრები გაცვალეს ვაჭრობისა და ინვესტიციების ხელშეწყობის, მომსახურებისა და წარმოების დივერსიფიკაციის, საერთაშორისო და სპეციალიზებული გამოფენების მოწყობის, ბიზნეს ფორუმების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაზე.

საუბარი შეეხო გაერთიანებული სამეფოს „კარგი მმართველობის ფონდთან“ თანამშრომლობას კორპორაციული მართვის სფეროში რეფორმების განხორციელების კუთხით.

გევორგ პაპოიანმა სტუმრებს გააცნო პროექტი „მშვიდობის გზაჯვარედინი“, რომელიც შეიძლება გახდეს როგორც რეგიონული, ისე ფართო ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელოვანი კომპონენტი.








youtube

AIM banner Website Ad Banner.jpg (235 KB)

ყველა სიახლე    


სააგენტოს შესახებ

მისამართი: სომხეთი, 0002, ერევანი, სარიანის ქ. 22, არმენპრესი
ტელ.: +374 11 539818
ელ-ფოსტა: [email protected]